თანამშრომლობა

ფასილიტატორის სამუშაო გეგმა 2015 წლის II სემესტრი

#
აქტივობა
განხორციელების ფორმა/გზები
რისკები/მოსალოდნელი პრობლემები
რისკების თავიდან აცილების/გადაჭრის გზები

ვადები
რეფლექსია
1
საკუთარი საქმიანობის დაგეგმა
თვითშეფასები კითხვარის დეტალურად გაცნობა. კონკრეტული გეგმის შედგენის დროს ფუნქციების გათვალისწინება
მოულოდნელი ცვლილებები დროის მენეჯმენტში. ბუნდოვანი საკითხის აღმოჩენა.
დროის თავიდან გადანაწილება, მოდიფიცირება დროში.
კონსულტაცია ტრენერთან, ინფორმაციის გადამოწმება სხვა ფასილიტატორებთან.

7.XII.2015

2
მასწავლებლებთან შეხვედრების განრიგის შედგენა
შეთანხმებით ორივე მხარისათვის ხელსაყრელი დროის შერჩევა, კომუნიკაციის ფორმებზე შეთანხმება
მასწავლებლების მიერ დროის დეფიციტის მომიზეზება
მათთვის სასურველი კომუნიკაციის ფორმის შეთავაზება
7.XII.2015

3
საინფორმაციო ჯგუფური შეხვედრა მასწავლებლებთან
წინასწარ შეთანხმება და შეხვედრის დროის დანიშვნა, საჭირო რესურსების მომზადება და პრეზენტაციის გაკეთება.
ბუნდოვანი საკითხები, დროის პრობლემა, არასაკმარისი რესურსი, სკეპტიკურად განწყობილი კოლეგები
საკითხის თავიდან ახსნა, შეთანხმება დროში, დირექციის დახმარებით მრავალგზის შეგონება, რომ აუცილებელია კითხვარის შევსება. თუ დროულად არ შეავსებებ უბრალოდ დააგვიანებენ. დირექციის დახმარებით საკმარისი რესურსების მომზადება.
8.XII.2015

4
თვითშეფასების კითხვარის შევსებაში დახმარების გაწევა
სამუშაო ჯგუფების შექმნა, ნიმუშების გაცნობა, კითხვარების ინდივიდუალური გაცნობა, ინდივიდუალური კონსულტაციები საჭიროების შემთხვევაში.
ზოგმა დახმარებაზე უარი თქვას, არ მიიღო შენიშვნები, დამოუკიდებლად მუშაობის გამო შეიძლება დააგვიანდეს კითხვარის შევსება.
განმეორებითი თავაზიანი მითითებები, მუდმივად შეხსენება რომ თვითშეფასების კითხვარის შევსება აუცილებელია, კითხვარის შევსებაში სხვებს გაუწიოს დახმარება.
9. XII.2015 - დან 15.I.2016 - მდე.

5
ჩემი, როგორც ფასილიტატორის, მასწავლებლებთან გაწეული მუშაობის რეფლექსიის დაწერა და ტრენერის ელ ფოსტაზე გაგზავნა
სამუშაო გეგმის რეფლექსიის შევსება, მასწავლებლებთან შეხვედრებისა და თვითშეფასების კითხვარის შევსებაში გაწეული დახმარების რეფლექსია
სამუშაო შეხვედრების დროის გადადება მასწავლებლების მოუცლელობის გამო
თხოვნა, რომ გადადონ სხვა საქმეები და დროულად შეიკრიბონ, რადგან ეს აუცილებელია.
15. XII.2015

6
თვითშეფასების შევსებული კითხვარების ანალიზი, საჭიროებების დაჯგუფება
შეხვედრა, კითხვარების გაცნობა, მსგავსი საჭიროებების მიხედვით გაერთიანება სამუშაო ჯგუფებში.
შესაძლოა მსგავსი საჭიროების მქონე მასწავლებლები ბევრი აღმოჩნდეს და არ მოხერხდეს მათი დაჯგუფება, შესაბამისად მათთან ინდივიდუალური კონსულტაციები გახდეს საჭირო, შესაძლოა არაგულწრფელობის გამო ჯგუფებში არასწორად მოხდეს გადანაწილება.
ინდივიდუალური კონსულტაციები, ასევე ძლიერი მასწავლებლების დახმარება, არაგულწრფელობის თავიდანასაცილებლად მასწავლებლის სწორი ინფორმირება და თვითშეფასების კითხვარის არსისა და მნიშვნელობის სწორად გააზრება.
9. XII.2015 - დან 15.I.2016- მდე

7
თვითშეფასების შევსებული კითხვარის საფუძველზე გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით პროფესიულიი განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავებაში დახმარების გაწევა
ინდივიდუალურად, ჯგუფურად, კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენება.
ინდივიდუალური შეხვედრის დანიშვნისას რაოდენობრიობიდან გამომდინარე შეიძლება გაჭირდეს ყველა პედაგოგთან მუშაობა. შეიძლება წარმოიშვას არამიზნობრივი აქტივობების შერჩევით, დაბალი და მაღალი თვითშეფასებები, არაგულწრფელობით გამოწვეული საფრთხეები.
ჯგუფური შეხვედრების დაგეგმა, კონსულტაციების გაწევა, საჭიროებისას ინდივიდუალური შეხვედრების დანიშვნა.
9. XII.2015 - დან 15.I.2016- მდე


ფასილიტატორის მიერ განხორციელებული სამუშაო გეგმის რეფლექსია                                                             

    ჩემი სკოლის მასწავლებლებმა დიდი ნდობა გამომიცხადეს,როცა ფასილიტატორად ამირჩიეს. ამან ჩემში პასუხისმგებლობა გაზარდა. შიში მქონდა, ვაითუ, ვერ გავართვა თავი-მეთქი. ყველას გვეძნელებოდა თვითშეფასების კითხვარის შევსება. ტრენინგმა, რომელიც მიმდინარე წლის 5-6 დეკემბერს ჩატარდა (,,მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარი და პროფესიული განვითარება“),სრულიად შემიცვალა შეხედულება, მივხვდი, რომ შეუძლებელი არაფერია, მთავარია, საკუთარ თავს ჩაუღრმავდე, კარგად დაინახო, რისი გაკეთება შეგიძლია და რისი -არა.            
           ტრენინგის გავლის შემდეგ ყურადღებით გავეცანი მოწოდებულ მასალებს და შევადგინე ფასილიტატორის სამუშაო გეგმა. 
            მეორე დღეს მასწავლებლებთან მქონდა საინფორმაციო შეხვედრა. პირველი, რაც ვუთხარი, ის იყო, რომ საქმეს ადვილად გავართმევდით  თავს, თუ მოვინდომებდით და ვითანამშრომლობდით. მათ ვესაუბრე თვითშეფასების კითხვარის მნიშვნელობაზე, რომ ის ჩვენი წარმატებული მუშაობის საწინდარია, რომ მისი შევსება ყველა მასწავლებლისთვის სავალდებულოა, რომ, მართალია, არ ენიჭება კრედიტქულა, მაგრამ აქვს ჩვენთვის აუცილებელი განმავითარებელი ფუნქცია. მათ გავაცანი კითხვარის შევსების ზოგადი ინსტრუქციები. დასვეს ლითხვები. აინტერესებდათ რა შემთხვევაში დაიწერებოდა 0 ქულა, რა დროს შეივსებოდა კომენტარის გრაფა და ა. შ. პასუხებისთვის ვიშველიებდი ტრენინგზე მოწოდებულ მასალებს.
            მათ ავუხსენი, რომ რეფლექსურობა მასწავლებელს ათავისუფლებს ერთფეროვანი გაკვეტილებისაგან, რაც აუმჯობესებს სწავლების პრაქტიკას, რეკომენდაცია მივეცი, რომ პირველ რეფლექსიაში უნდა აღწერილიყო როგორ მიაღწიეს, რასაც აკეთებენ, ხოლო მეორეში__რა აქტივობებით მიაღწევენ იმას, რაც უნდა გააკეთონ. ვესაუბრე მათ ,,კრიტიკული მეგობრის ინსტიტუტზე,“ ფოკუსირებულ ურთიერთდასწრებაზე, უკუკავშირის მნიშვნელობაზე.
             მივაწოდე ინფორმაცია, რომ თვითშეფასების კითხვარის შევსების შემდეგ, ისინი შეადგენენ ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას საჭიროებებიდან გამომდინარე.შეხვედრამ კითხვა- პასუხის რეჟიმში ჩაიარა. მათ სურვილი გამოთქვეს მეორე დღეს შევხვედროდით ერთმანეთს.
              9.12-ში, გაკვეთილების შემდეგ მოვიყარეთ თავი, გავეცანით კითხვარის შევსების ნიმუშებს. რეკომენდაცია მივეცი, რომ საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე გაეცათ პასუხები, მოიშველიონ კონკრეტული მაგალითები. მათ დაიწყეს ინდივიდუალურად დამოუკიდებლად შევსება(ყველას აქვს კითხვარის ქსეროქსი). საჭიროებისას ვაძლევდი კონსულტაციებს. მეც მათთან ერთად ვავსებდი ჩემი თვითშეფასების კითხვარს. გადაწყვიტეს, რომ გააგრძელონ დამოუკიდებელი მუშაობა. საჭიროების შემთხვევაში აღვუთქვი დახმარება. ამ შეხვედრი კმაყოფილები დავრჩით.
           მასწავლებლები დღესაც აგრძელებენ დამოუკიდებლად მუშაობას. პერიოდულად საჭირო რჩევებს ვაძლევ. მასწავლებლებს ირინე ბობოხიძეს და ციალა ჭელიძეს ჰქონდატ შეკითხვები. იმავე დღეს(11.12) დავგეგმეთ შეხვედრა. სხვა მასწავლებლებიც შემოგვიერთდნენ. საკითხი ეხებოდა სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და სწავლებას. გამიჭირდა B1.2-ზე რეკომენდაციის მიცემა, ამიტომ დავუკავშირდი ტრენერს და მისგან მივიღე კონსულტაცია, რაც გავუზიარე მასწავლებლებსაც. დაგეგმილი გვაქვს 25 დეკემბრამდე ყველამ შევავსოთ თვითშეფასების კითხვარი. პარალელურად ვიმუშავებთ სამოქმედო გეგმის შედგენაზე.
             ჩატარებულმა ტრენინგმა მეტად დამაკავშირა ჩემი კოლექტივის თითოეულ წევრთან, სხვა კუთხით დამანახა საკუთარი თავი და თითოეული მათგანი. მე მათში დავინახე საოცარი მონდომება და ურთიერთდახმარების სურვილი. ყოველივე ამისათვის გულწრფელ მადლობას ვუხდი საუკეტესო ტრენერს ქ-ნ ლია ცერცვაძეს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს.



No comments:

Post a Comment