პროექტის სახელი: ჩემი სოფელი
პროექტის მთავარი იდეა1–2 წინადადებით:სოფელ დედალაურის
წარსულის, ტრადიციებისა, ზნე–ჩვეულებების და თანამედროვეობის
წარმოჩენა.
პროექტის აქტუალობა:სოფელი დედალაური ნაკლებადაა ცნობილი.ის ძალიან მდიდარია ფლორითა და ფაუნით, მრავალფეროვანია მცხოვრებთა
ტრადიციებით, საინტერესოა ტოპონიმიკით. დღეს, როდესაც სოფლის
ცხოვრებას დიდი ყურადღება ექცევა,სოფლის ფართო მასებისთვის გაცნობა
აქტუალურია.
პროექტის მიზნები:მოსწავლეები გაიმდიდრებენ ცოდნას სოფლის ისტორიაზე, გამოიკვლევენ სოფლის ფოლკლორს, აღწერენ მცხოვრებთა ტრადიციებს,
დაწერენ ესეებს, მოძიებული მასალის საფუძველზე შეადგენენ სოფლის
ისტორიის ელექტრონულ ვერსიას.
მონაწილეთა ასაკი:მე–7,მე–8,მე–9,მე–10კლასელები.
ვადები/ხანგრძლივობა:3თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას::
მოსწავლეები შეადგენენ სოფლის ტოპონიმთა ელექტრონულ ვერსიას, ჩაიწერენ ფოლკლორის ნიმუშებს, შექმნიან ფოტო–ალბომებს, გაიუმჯობესებენ ინტერვიუს აღების, თანამშრომლობისა და კვლევა–ძიების
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:სოფლის მოსახლეობა,
ფოტოაპარატი, მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, საოჯახო ფოტოები,
ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად და გაინაწილებენ დავალებებს,შეხვდებიან სოფლის მცხოვრებთ,
აიღებენ ინტერვიუებს, შეადგენენ დღიურებს, ფოტოალბომებს, მოაწყობენ
დისკუსიებს, შექმნიან სოფლის ისტორიის ელექტრონულ ვერსიას.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი:
ისტ: გამოიყენებენ ისტ საშუალებებს სხვებთან თანამშრომლობისათვის,
მასალებს დაამუშავებენ და გამოსცემენ ელ.ფოსტაში გავრცელების მიზნით.
ქართული ლიტერატურა: შეისწავლიან სოფლის ფოლკლორს.
გეოგრაფია: ჩაატარებენ გეოგრაფიულ კვლევებს, დაადგენენ კოორდინატებს
და დაახასიათებენ ამ ერთეულს.
ისტორია: აღწერენ ისტორიულ ადგილებს დამასთან დაკავშირებულ
ისტორიულ მოვლენებს.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:მარინე გრიგალავა.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):marinegrigalava@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: marinegrigalava.blogspot.com
No comments:
Post a Comment